კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: პიკურ პერიოდში ვართ, სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება

გარკვეულწილად, კარგია ის, რომ არ არის ნახტომისებური მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში. საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც, სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  

სამწუხაროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული იყო - 31 გარდაცვალება არის ეფექტი 2 კვირის წინ შემთხვევების მატების და გარდაცვალების შემთხვევების მატება მოჰყვება ეპიდემიის მატებას ორკვირიანი დაგვიანებით

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა. 11 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 324 256 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 303 679 გამოჯანმრთელდა,  4 336 კი გარდაიცვალა.

კომენტარები