კობახიძე მელიაზე: თუ EU-ს გირაოს არ იღებს, ჩვენს გაცემულ მოწყალებას, ამნისტიას როგორ მიიღებს?

პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, როგორც ეს არის გათვალისწინებული შეთანხმებით, იმ დოკუმენტით, რომელსაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი. რაც შეეხება გირაოს არმიღებას, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, რაღაც  ბავშვური თამაში. როდესაც არ იღებ გირაოს და არ ეთანხმები გირაოს ევროკავშირის მიერ გადახდილს, მერე როგორ უნდა დაეთანხმო ქართული ოცნების მხრიდან შეწყალებას, ხო? ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი.

ამნისტიის კანონი ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება პატიობს ნიკანორ მელიას მის მიერ ჩადენილ ძალიან მძიმე დანაშაულს, ხო?. ეს არის ერთგვარი შეწყალების აქტი. თუ ის არ იღებს გირაოს, მაშინ როგორ მიიღებს ქართული ოცნების მხრიდან გაცემულ ამ მოწყალებას? ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და ბავშვური თამაში.

როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ამნისტიის კანონს მივიღებთ იმ ვადებში, რა ვადებიც არის გათვალისწინებული პარლამენტის რეგლამენტით...

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებს ეხება. კერძოდ, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას დაკავებები). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება,  რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ენმ-მ, ევროპულმა საქართველო, ლეიბორისტულმა პარტიამ, კანონმა და სამართლიანობამ. ასევე, ევროპული საქართველოს სიის წევრმა და ამჟამად დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები