ტურიზმი

რომელი ქვეყნის ტურისტი ხარჯავს ყველაზე მეტს საქართველოში

Entrepreneur.ge

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2021 წლის მარტში 75.3%-ით შემცირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75.3%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წლის პერიოდთან შედარებით – 90.7%-ით.

სტატისტიკურ ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია PMC Research აქვეყნებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამ პანდემიის დასრულების პირველი ნიშნები გააჩინა და ტურიზმის ინდუსტრიის გაჯანსაღების უზრუნველსაყოფად, ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, თუ რომელი ბაზრებისკენ მიმართონ თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიები.

ამის გათვალისწინებით, COVID-19-მდე საქართველოსთვის ტურიზმის ძირითადი ბაზრების ანალიზმა, შესაძლოა, საინტერესო დაკვირვებები გამოავლინოს იმის შესახებ, თუ საით უნდა მიმართოს ქვეყანამ და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა თავიანთი მარკეტინგული კამპანია, იმისთვის რომ მოიზიდონ ყველაზე მაღალ მხარჯველუნარიანი ვიზიტორები – მიაჩნიათ კვლევის ავტორებს. 

2015-2019 წლებში მოქალაქის მიერ ვიზიტზე ჯამში საშუალო დანახარჯის მიხედვით, ტოპ 10 ქვეყანა ასე გამოიყურება:

PMCR

მეორე მხრივ, 2015-2019 წლებში, არარეზიდენტის მიერ დღიურად გაწეული საშუალო დანახარჯების მიხედვით, ქვეყნის ტოპ ათეული ასეთია:

PMR

სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კვლევაში მოყვანილია მოსაზრება, რომ მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად, შესაძლოა, რეკომენდებული იყოს მარკეტინგული კამპანიების მიმართვა თურქეთისკენ, ასევე, სპარსეთის ყურის სამივე ქვეყნის, სომხეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ.

კომენტარები