პოლიტიკური კრიზისი

ირაკლი კობახიძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე
ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ში მმართველი პარტიის თავმჯდომარე, პარტიის საერთაშორისო მდივან კახა კუჭავასთან და პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გაემგზავრა.

აშშ-ში ყოფნის პერიოდში ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

მათივე ცნობით, კობახიძე ამერიკული Think Tank-ების ხელმძღვანელებსაც შეხვდება.

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 23 მარტს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერის მოსმენა გაიმართა. სხდომაზე შეაფასეს და განიხილეს დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში.

სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი გაუძღვა. შაჰინი მრავალი წელია, რაც საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას აკვირდება და ეხმიანება. მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებმა - ჯორჯ კენტმა და კარა მაკდონალდმა.

ვრცლად იხილეთ:

კომენტარები