კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 761 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 34 201 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 201 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 761 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.23%-ია, ბოლო 7 დღის 2.5%, 14 დღის კი - 2.03%. 

761 ახალი შემთხვევიდან  თბილისში 434 დადასტურდა, აჭარაში - 67, იმერეთში - 59, ქვემო ქართლში - 20, შიდა ქართლში - 24, გურიაში - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 77, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

8 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 286 406 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 276 084 გამოჯანმრთელდა, 3 849 კი გარდაიცვალა.  

კორონავირუსით ინფიცირებული 346 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში 172 მკურნალობს, აჭარაში - 38, იმერეთში - 68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 62 ადამიანია, მათგან თბილისში - 39, აჭარაში - 3, იმერეთში კი - 10


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები