ქართული ოცნება

ქადაგიშვილი: გახარია პოლიტიკაში შემოსვლით ბევრს გაუჩენს პრობლემას, განსაკუთრებით ოპოზიციას

გიორგი გახარიას რეიტინგი საკმაოდ მაღალია და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რადგან ის მაშინ ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი იყო და პრემიერმინისტრი. გარკვეულწილად, ეს მაღალი მაჩვენებელი აქედან არის განპირობებული. თუ გიორგი გახარია პოლიტიკაში აქტიურად შემოვა, იქნება საკმაოდ დიდი ძალის მატარებელი და ბევრ პოლიტიკოსს გაუჩენს პრობლემას, განსაკუთრებით, ოპოზიციურ ველზე, ესეც ნათელია, რადგან იგივე ამ კვლევებით [IRI] ვხედავთ იმ ტენდენციას, რომ ის პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს თავიანთი ამომრჩევლის ნების შესრულებაზე პარლამენტში, მათი რეიტინგი ძალიან დაეცა და ბევრი მათგანის რეიტინგი საერთოდ კატასტროფულ მაჩვენებელს აჩვენებს...

ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ქადაგიშვილმა IRI-ის ახალ კვლევებზე საუბრისას, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას რეიტინგზე და მის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა.

კომენტარები