ქართული ოცნება

მდინარაძე: გადავწყვიტეთ, შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ლიდერები რეგიონებში გავალთ

უმრავლესობის სხდომა შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე ვითარებას – ამაზეც ვილაპარაკეთ, რეგიონებზეც და ამ ჭრილში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, მათ შორის, ერთგვარად შეიძლება დავარქვათ კიდეც, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც კია თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მაგრამ სხვა საკითხებიც იქნება პრიორიტეტული, რეგიონალური გამოწვევები. ჩვენ თითქმის ყველა რეგიონში, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, გვექნება შეხვედრები, პარტიულ აქტივთან, პირველ რიგში.

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები