შინაგან საქმეთა სამინისტრო

დამენია: საბანაძემ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც მან და მისმა პატრონმა გახარიამ ჩაიდინა

ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, იმ პირობებში, როდესაც საბანაძე კი არ უნდა დგებოდეს თანამდებობიდან, არამედ პასუხს უნდა აგებდეს იმ უკანონო ბრძანების გაცემის გამო, რაც ისმის ჩანაწერებში და რისი ძირითადი შემოქმედიც არის თვითონ და მისი პატრონი გახარია, 20 ივნისის სისხლიანი დღისა: თვალების დათხრის და იმ ახალგაზრდების ტყვიის დაშენის, რაც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ...

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლაშა დამენიამ. შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე თანამდებობიდან გადადგა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ თანამდებობა TV პირველისა და მთავარის ეთერებში გასული ჩანაწერების გამო დატოვა. ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, კახა საბანაძე 20 ივნისის ღამით სამართალდამცველებს მოუწოდებდა, დაეზიანებინათ ხმის გადამცემი, რათა ოპოზიციურ ლიდერებს მომიტინგეებამდე ხმა ვერ მიეწვდინათ.

კომენტარები