ევროპარლამენტი

ფოტიგა: ცუდი ამბავია ოპოზიციის ოფისში შეჭრა და ლიდერის თვითნებური დაკავება

წლებია, საქართველოს მხარს ვუჭერდი, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, კვლავ ვაგრძელებ მხარდაჭერას, მაგრამ დრო მოვიდა, გამოვთქვა ჩემი ღრმა შეშფოთება. 2019 წლის ივლისიდან ჩვენ გვესმოდა ბევრი ცუდი სიახლე თბილისიდან, ერთის გამოკლებით, როცა შედგა 8 მარტის შეთანხმება ოპოციზიასა და ხელისუფლებას შორის.

ცუდი სიახლეები კი უკავშირდება ბოლო არჩევნებს, ოპოზიციის ოფისში შეჭრასა და ლიდერის თვითნებურ დაკავებას. იმედი მაქვს პრეზიდენტ მიშელის მედიაციის. ძალინ ვუჭერ მხარს ახალდანიშნულ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ჩვენ უნდა ჩავდოთ ძალისხმევა დიალოგის ფასილატაციისთვის, რაც, ალბათ, ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მიგვიყვანს...

თქვა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროდეპუტატმა, ანა ფოტიგამ. დღეს  ევროპარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები იმართება. დებატების საკითხი საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში ევროპელი დეპუტატების ინიციატივით შევიდა. ძირითადი განხილვის თემაა საქართველოში ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი.

კომენტარები