ევროპარლამენტი

ბორელი: შეშფოთებულები ვართ მზარდი პოლარიზაციით საქართველოში

საქართველო რჩება ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად. თუმცა, სამწუხაროდ, შეშფოთებულები ვართ საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობით, რაც მზარდი პოლარიზაციის შედეგია. ეს მოვლენები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. თითოეული მხარისთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკება და საერთო შეთანხმებამდე მისვლა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვია საქართველოს და საშუალება ჰქონდა შეხვედროდა პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და მთავარი ოპოზიციური პარტიების  ლიდერებს. ამ ვიზიტის განმავლობაში მას ჰქონდა პარტიებთან საუბრის შესაძლებლობა, უკან დაბრუნების შემდეგ, გასულ საღამოს გამოაცხადა, რომ საქართველოში გამოაგზავნის კრისტიან დანიელსონს, რათა ჩაერთოს ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკებებში. ჩვენ გვსურს, დავინახოთ ქართველი მხარეების პროგრესი დიალოგის პროცესში. ჩვენ ამ პროცესებს ახლოდან დავაკვირდებით. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში ასევე უშუამდგომლებს ამ დიალოგს.

ორივე მხარემ უნდა შეიტანოს წვლილი და გაიღოს კომპრომისები, პატივი სცეს ხელისუფლებას, დააყენოს  ქართველი მოსახლეობა  პირველ ადგილზე  და თავი შეიკავოს პროვოკაციული განცხადებებისა და რიტორიკისგან. პროგრესის მხრივ, ევროკავშირი პრიორიტეტად მიიჩნევს დემოკრატიის  გაძლიერებას, მათ შორის საარჩევნო რეფორმებს, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესებს, სამართლიანი, დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი სასამართლო არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის პრერეკვიზიტები, იმისათვის, რომ საქართველომ გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირთან. 

ჩვენ მალე შევძლებთ ამ პროგრესის  შეფასებას, როდესაც ჩვენ შევხვდებით ასოცირების საბჭოს საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად 16 მარტს. ეს იქნება მნიშვნელოვანი თარიღი. და იმედი გვაქვს, რომ დადებითი შეფასება მოყვება....

თქვა  ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა. დღეს  ევროპარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები იმართება. დებატების საკითხი საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში ევროპელი დეპუტატების ინიციატივით შევიდა. ძირითადი განხილვის თემაა საქართველოში ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი.

კომენტარები