მარტვილის ეპარქია

მამა ჯაღმაიძე: ეს იყო ეპარქიაში შეჭრის მცდელობა, მსგავსი რამ კომუნისტების მერე არ მომხდარა

ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ის, რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია, მხოლოდ შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს, მსგავსი რამ არ მომხდარა საქართველოში კომუნისტების დროიდან,  ეს იყო მცდელობა, ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა, მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს, ეს არის გაუგონარი თავხედობა, ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ საქართველოს მოქალაქეს, ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიის და სიწმინდისა...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომ შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩატყდა და ათამდე ჟურნალისტი გადაცვივდა. მათი ნაწილი დაშავდა.

კომენტარები