მკვლელობა თელავში

თელავში 27 წლის კაცს ეძებენ, მას ოჯახის წევრების მკვლელობას ედავებიან

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში 27 წლის კაცმა ოჯახის წევრები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულები არიან მშობლები და ბებია. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები