აფრიკა

სომალიში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტომობილის აფეთქებას 20 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, რესტორანთან თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტომობილის აფეთქებას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 30 პირი.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ქვეყნის გადაუდებელი სამსახურის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს

აფეთქება ქალაქის პორტთან ახლომდებარე რესტორან "ლუუნ იემენისთან“ მოხდა. 

"სწრაფად მომავალი ავტომობილი აფეთქდა რესტორან "ლუუნ იემენისთან". მე რესტორანში მივდიოდი, მაგრამ აფეთქების შემდეგ გამოვიქეცი, გარშემო ყველაფერი კვამლით დაიფარა" - თქვა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. 

აღსანიშნავია, რომ ამგვარ თავდასხმებს ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბააბი აწყობს ხოლმე მთავრობის წინააღმდეგ.

კომენტარები