რამზან კადიროვი

კადიროვმა FBI-ს პრიგოჟინზე ინფორმაციის სანაცვლოდ $250 ათასი მოსთხოვა

ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა FBI-ს $250 ათასი დოლარი ევგენი პრიგოჟინზე ინფორმაციის სანაცვლოდ ხუმრობით მოსთხოვა. 

"მეგობრებო, სულ მალე, შესაძლოა, მეოთხედი მილიონით გავმდიდრდე! ამერიკის მთვრობისგან უფრო მარტივად ფულის შოვნა წარმოუდგენელია. დღეს გავიგე, რომ პეტერბურგელ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინზე ინფორმაციის სანაცვლოდ FBI მზადაა, $250 ათასი გადაიხადოს" - დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელ Telegram-ზე და პრიგოჟინთან ერთად გადაღებული ფოტოც დაურთო.

პრიგოჟინი გროზნოში კადიროვთან სტუმრად იმყოფება.

FBI ევგენი პრიგოჟინს აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და ხელის შეშლის ბრალდებით ეძებს და მზადაა, მასზე არსებული ინფორმაციის სანაცვლოდ $250 ათასი გადაიხადოს. ევგენი პრიგოჟინი, ასევე ცნობილი, როგორც პუტინის მზარეული, სავარაუდოდ რუს დაქირავებულ მებრძოლთა რაზმ ვაგნერის დამფუძნებელია, რასაც იგი უარყოფს. ვაგნერი მოქმედებდა უკრაინასა და სირიაში, მის წევრებს ბრალად ედებათ სამხედრო დანაშაულების ჩადენა.

კომენტარები