აშშ-რუსეთი

კრემლი აშშ-ს მოწოდებას ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ უსაფუძვლოს უწოდებს

დმიტრი პესკოვი
NBC

4 მარტს კრემლში აშშ-ს მოწოდებას ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ უსაფუძვლო და ალოგიკური უწოდეს და აღნიშნეს, რომ მოსკოვმა ისინი დიდი ხნის წინ ქიმიური იარაღის კონვენციის შესაბამისად გაანადგურა.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს აშშ-მ უნდა შეასრულოს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და ასევე დასძინა, რომ ვაშინგტონის განცხადებები რუსეთის შეკავების კიდევ ერთ მცდელობას ჰგავს.

2 მარტს აშშ-მ რუსეთის ოფიციალურ პირებს და კომპანიებს ნავალნის მოწამვლისთვის სანქციები დაუწესა. აშშ-ს ოფიცილური პირების თქმით, სანქციები ევროკავშირთან კოორდინაციით დაწესდა.

აშშ-მ ანგარიშები გაუყინა მაღალი რანგის 7 რუს ოფიციალურ პირს, მათ შორის რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს. გარდა ამისა,  შავ სიაში მოხვდა14 კომპანია. 

"სადაზვერვო სამსახური დიდი თავდაჯერებით აფასებს, რომ რუსეთის ფეფერაციის უშიშროების სამსახურის FSB-ს ოფიცრებმა გამოიყენეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" რათა რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს მოეწამლათ" – თქვა აშშ-ს ერთ-ერთმა მაღალი რანგის პირმა.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სანქციები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღების აქტზე დაყრდნობით, სწორედ ამ აქტზე დაყდნობით დაუწესეს რუსეთს სანქციები სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლისთვის. სანქცირებულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

კიდევ ერთი ოფიციალური პირის თქმით, ვაჭრობის დეპარტამენტი სანქციების სიაში დაამატებს 14 სუბიექტს მათი ჩართულობისთვის "საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებს".

"კერძოდ, ეს მხარეები ჩართულები არიან ბიოლოგიური აგენტების წარმოების და ქიმიური წარმოების სხვადასხვა ასპექტებში" – თქვეს ოფიციალურმა პირებმა. 

აშშ-მ კიდევ ერთხელ დაჟინებით მოუწოდა რუსეთს ნავალნის ციხიდან გათავისუფლებისკენ.

კომენტარები