პოლიტიკური კრიზისი

კენტი: ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა დემოკრატიის დაცვა ყველას ვალია

როდესაც აშშ-სა და ვაშინგტონის ჩართულობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საუბარიც [Atlantic Council-ის მიერ მოწყობილი დისკუსია] არის ნაწილი იმისა, რასაც აშშ და ვაშინგტონი გამოხატავს. ჩვენ გვყავს ბაიდენის ადმინისტრაცია, კონგრესი და უფრო დიდი პოლიტიკის განმსაზღვრელი საზოგადოება. ვაშინგტონი სავსეა საქართველოს მეგობრებით. 

ვფიქრობ, რომ ამერიკელების რეაქცია, როგორც თანამდებობის პირების, კონგრესის წარმომადგენლების, ისე ვაშინგტონ პოსტის ავტორების, სარედაქციო საბჭოსა და ThinkTank-ების, იყო ის, რომ ისინი შეწუხებულები იყვნენ ვითარებით. 

მე აქ ვარ მოწვეული, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ამიტომ არ ვისაუბრებ კონგრესის სახელით. ვფიქრობ, სენატორებმა, რიშმა და შაჰინმა და კონგრესის სხვა წევრებმა საჯაროდ გამოხატეს წუხილები. 

ჩვენ გვყავს ძალიან აქტიური ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელიც ქვეყანაში ჩასვლის პირველივე დღიდან ორგანიზებას უწევდა მოლაპარაკებებს ევროკავშირის ელჩთან ერთად. ეს პროცესი დაეხმარა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმაზე პირობების შეთანხმებას... პროცესი გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც. 

ჩვენი როლი ამ დროისთვის სცენის მიღმაა, რომ ვეცადოთ, ერთად შევკრიბოთ ქართველი პოლიტიკოსები და მხარეები იმისათვის, რომ მათ შეათანხმონ თამაშის საერთო წესები. 

როგორც პირად, ისე საჯარო გზავნილებში, საქართველოს ყველა მეგობრისთვის ცხადი იყო, რომ ის, რაც ხდებოდა და რისი კულმინაციაც იყო ორი კვირის წინ [ნიკა მელიას დაკავება] სახიფათო მომენტი იყო საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. სწორედ ამ სულისკვეთებით დავუკავშირდით [მხარეებს] როგორც საჯაროდ, ისე პირადად და დაჟინებით მოვუწოდეთ დიალოგისკენ და ვუთხარით, რომ დემოკრატიული ნორმები არის ფუძემდებლური დაშვებები, რომელიც საფუძვლად უდევს ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებას. გზავნილი არის ეს, რომ მაშინ, როცა მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ხელისუფლებაშია, მთელი ქართული პოლიტიკური ელიტისთვის ესაა გამოწვევა, რომ შეასრულოს დემოკრატიული ნორმები და მონაწილეობა მიიღოს ამ დიალოგსა და დაძაბულობის დეესკალაციაში...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა ამის შესახებ Atlantic Council-ის მიერ მოწყობილ დისკუსიაზე ისაუბრა, სადაც მხარეებმა საქართველოში არსებული კრიზისის საკითხები განიხილეს. 

კომენტარები