ვაქცინაცია

ცერცვაძე Pfizer-ის ვაქცინის დაგვიანებაზე: რეალური მიზეზი ბაზარზე შექმნილი დეფიციტია

როგორც მე ვიცი, ამის რეალური მიზეზი იყო ის, რომ ბაზარზე შექმნილია დეფიციტი, Pfizer-ი და ნებისმიერი სხვა კომპანია ვერ აწარმოებს იმდენს, რამდენზეც მოთხოვნაა და შესაბამისად, ვერ აწვდის "კოვაქსს" თუ სხვა ორგანიზაციებს იმ რაოდენობას, რაც დაგეგმილი იყო.

ხოლო, ფორმალური მიზეზი ამისი [ვაქცინის დაგვიანების] იყო ის ფაქტი, რომ თითქოს მათ დამატებით მოითხოვეს გარკვეული პირობის შესრულება მიმღები ქვეყნისგან, რომელზეც დადებითი პასუხი არ იყო გაცემული.

აქ, რამდენადაც მე ვიცი, ლაპარაკია ფინანსურ გადაზღვევაზე, რომ, თუ მოხდება რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა, თუ იქნება ეკონომიკური ზარალი ამ ვაქცინის შემოტანის და გამოყენების თაობაზე, ამის ანაზღაურება უნდა დაეკისროს არა მწარმოებელს, არამედ მიმღებ ქვეყანას – ეს პუნქტი არ იყო ოფიციალურად გაფორმებული. მე რამდენადაც ვიცი, ეს არ იყო გაფორმებული არა საქართველოს მხრიდან, არამედ თავად კომპანიის მიზეზით...

ამბობს რუსთავი 2-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე. ვაქცინის პირველი პარტია თებერვალში უნდა შემოსულიყო. ლაპარაკია, Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის დაახლოებით 30 000 დოზაზე, რომელიც სამედიცინო პერსონალის აცრას მოხმარდებოდა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგების განცხადებით, Covax-პლატფორმიდან ვაქცინის მოწოდება მარტის ბოლომდე გადაიდო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ფაიზერმა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რაც პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევას უკავშირდება.

კომენტარები