შარლ მიშელის ვიზიტი

ჰანს ვან ბაალენი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ

ევროპის ლიბერალ‑დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობას საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში.

ჰანს ვან ბაალენი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს ერთობლივად იმუშაონ ახალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩასატარებლად და ასევე მიმართავს ხელისუფლებას, რათა გაათავისუფლოს ნიკა მელია. 

ამის შესახებ ჰანს ვან ბაალენსმა საკუთარ twitter-ის ანგარიშზე დაწერა.

"მე მივესალმები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მცდელობას, რათა გაუწიოს მედიაცია პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგის შენარჩუნებისა და ერთობლივად მუშაობისკენ ახალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ნიკა მელიას და მისი კოლეგების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ". – დაწერა ჰანს ვან ბაალენმა


შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გუშინ, 1 მარტს გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს კიდევ 2, მართლმსაჯულებასა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ პუნქტები დაემატა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა.  

ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში:

1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

2. ​კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

  • რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • საგამოძიებო კომისია

  • პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 წლის მარტში

კომენტარები