შარლ მიშელის ვიზიტი

შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციასთან იმ შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა, რომელზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეები დღეს საღამოს მიიწვია.

"მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისთვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს და მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ, დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიტაციაზე და შედგეს პოლიტიკური დიალოგი". – თქვა შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მიშელი უკვე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს. ის საქართველოს 2 მარტს დატოვებს. 

კომენტარები