COVID-19-ზე ვაქცინაცია

ტიკარაძე: COVAX-ს მიღმა პლატფორმებზე დაჯავშნილი გვაქვს ვაქცინის 100 000, 150 000, 500 000, მილიონი დოზა

ჩვენ მწარმოებლებს ვესაუბრებოდით და დღესაც ვესაუბრებით. სწორედ ეს არის გარანტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კოვაქსის მიღმა, სადაც ჩვენ დაჯავშნილი გვაქ ჩვენი მოსახლეობის 20%-ის დოზები, ამის მიღმა ჩვენ დამატებით გვაქვს მოლაპარაკებები და ეს მოლაპარაკებები უკვე საკმაოდ წინ წასული მოლაპარაკებებია ისეთ ვაქცინებზე, რომლებიც დღეს აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. ასევე ისეთ ვაქცინებზე, რომლებსაც დღესდღეობით მხოლოდ FDA-ს აკრედიტაცია აქვს. ამ პლატფორმებზე ჩვენ დაჯავშნილი გვაქვს, შეგიძლიათ, ჩაინიშნოთ და შემდეგ შემახსენოთ ეს დოზირებები. 150 000 დოზა, 100 000 დოზა, 500 000 დოზა და მილიონი დოზა ჩვენი მოსახლეობისთვის...

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რ2-თან საუბარში. 

კომენტარები