ოქროს გლობუსი 2021

MANK - NOMADLAND-ის დაპირისპირება 0:2-ით დასრულდა

Variety

ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოება დასრულდა. საუკეთესო დრამატულ ფილმად კი Nomadland დასახელდა. ჯილდოს გარეშე დარჩა ნომინაციების ლიდერი, დევიდ ფინჩერის ბიოგრაფიული დრამა Mank.

Nomadland ქლოე ჟაოს ფილმია, რომელიც თანამედროვე ამერიკაში არსებული მომთაბარე ადამიანების სუბკულტურას ასახავს. სურათს გასულ წელს არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომი გადაეცა. 

სურათმა წლევანდელ ცერემონიაზე ორი ოქროს გლობუსი მიიღო. პირველი ფილმის რეჟისორს, ქლოე ჟაოს გადაეცა. ჟაო ბარბარა სტრეიზანდის შემდეგ მეორე რეჟისორი გახდა, რომელმაც ოქროს გლობუსი მოიპოვა. ასევე Nomadland ქალის მიერ გადაღებული პირველი ფილმია, რომელმაც საუკეთესო დრამატული ნამუშევრის კატეგორიაში გაიმარჯვა.

კომენტარები