კორონავირუსი და შეზღუდვები

რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი მარტიდან

speakerstones

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი იწყება. 

1-ლი მარტიდან: 

  • გაიხსნება კერძო და საჯარო ბაღები – თანამშრომლების 20%  ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ჩაიტარებენ;
  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგება და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება შეეძლებათ;
  • მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.
  • ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეში შეძლებენ მუშაობას. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება;
  • იმ ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ  1-ელი მარტიდან დაემატება ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი შეზღუდვები შენარჩუნდება;
  • განახლდება კონფერენციები და ტრენინგები;

ქვეყანაში 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. 25 თებერვლიდან უკვე გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე და აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. 27 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირის დღეებთან ერთად შაბათ-კვირასაც მუშაობს. 

მთავრობის მიერ დაანონსებული გეგმის მიხედვით, 8 მარტიდან: 

  • მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცემათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება;
  • სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნება;
  • სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ.

15 მარტიდან: 

  • მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
  • სასწავლო პროცესი უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში აღდგება;
  • აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება;
  • რეპეტიციებსა და ვარჯიშს განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები.

1-ლი აპრილიდან: 

  • თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლების დასწრებით აღდგება.

კომენტარები