კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დიდი უსამართლობაა განაწილებაში – ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია

ძალიან დიდი კონკურენციაა და, პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში, რადგან დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70% მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყველა შეხვედრაზე, ეს იყო მიუნხენის კონფერენცია, თუ დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ყველგან გამახვილდა ყურადღება, რომ მსოფლიოში ვაქცინების განაწილებაში უსამართლობაა. ყველა მოუწოდებს, რომ როგორმე ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. ანუ მდიდარმა ქვეყნებმა გადანაწილების მექანიზმი სწრაფად უნდა აამუშაონ, არ დაიცადონ, ვიდრე თავის მოქალაქეებს არ აცრიან და შემდგომ გადაანაწილებენ, ვთქვათ, სხვა ქვეყნებზე, რადგან ამ მდიდარ ქვეყნებს ნაყიდი და დაბევებული აქვთ უკვე ორჯერ, სამჯერ და ზოგს ხუთჯერ მეტი დოზა, ვიდრე წელს სჭირდებათ საკუთარი მოსახლეობის ასაცრელად...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კომენტარები