ნიკა მელიას დაკავება

ვენდი მორტონი: მელიას პროცესი უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან დღევანდელ სატელეფონო საუბარში, ხაზი გავუსვი იმას, რომ იურიდიული პროცესი, რომელიც ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვება, უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე. უთანხმოების გადასაჭრელად ყოველი მხარე კონსტრუქციულ დიალოგში უნდა ჩაერთოს.

წერს გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონი სოციალურ ქსელ Twitter-ზე. აღსანიშნავია, რომ ვენდი მორტონი 15 თებერვალს საქართველოს ესტუმრა.

კომენტარები