ხაინდრავა: ჭკუას ნუ გვასწავლის ნურავინ, ლიტვის ელჩის დებატებში გამოწვევას ვაპირებდი

ჭკუას ნურავინ ნუ გვასწავლის. განსაკუთრებით, დღეს რომ ეს არ მომხდარიყო [ნიკა მელიას დაკავება], ვაპირებდი, საჯაროდ გამომეწვია დებატებში ლიტვის ელჩი საქართველოში, იმიტომ, რომ ის, რაც აქ მისმა თანამემამულემ იკადრა, ვგულისხმობ პავილიონისს, ეს არის სამარცხვინო, ეს პირველ რიგში არცხვენს ლიტვას, როგორც სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ასეთი რამის უფლება თავის თავს არ უნდა მისცეს არავინ, მითუმეტეს, სტუმრად ჩამოსულმა...

... მე ძალიან მაინტერესებს და ლიტვის ელჩს ოფიციალურად ვთხოვ, განგვიმარტოს, რას ნიშნავს ლიტვის გზა, რომელზეც მიგვითითა ბატონმა პავლიონისმა, რომ ამ გზით უნდა ვიაროთ, იმიტომ, რომ უკანონობის გზა, პოლიტიკური ანგაჟირების გზა, პოლიტიკური კორუფციის გზა საქართველოს გზა არ არის და საქართველო ამ გზით არ წავა, არის მაგის იმედი ნუ ექნება ნურავის, რაღაც ძალიან შეწუხებულები არიან ნაციონალური მოძრაობის ბედზე ლიტველი მოქალაქეები...

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა კვირას პრესკლუბში გამოეხმაურა ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის კრიტიკას. პავილიონისმა ენმ-ის თავმჯდომარის დაკავებამდე თქვა, რომ ნიკა მელიას საქმე არის არჩევანი - "ან საქართველო წავა ლიტვის გზით, ან ის ბელარუსად გარდაიქმნება. თუ ის ლიტვის გზით წავა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დიდ შანსს ვხედავ.

კომენტარები