ნიკა მელიას დაკავება

მდინარაძე მელიაზე: არ დაგიმალავთ, მოსალოდნელი იყო მწვავე რეაქცია პარტნიორებისგან

არ დაგიმალავთ, მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან. მოდით, ავხსნათ, რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული - ნებისმიერი თქვენგანი რომ იყოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი და პირველი ინფორმაცია თუ იქნებოდა და, სამწუხაროდ, ეს არის პირველი ინფორმაცია - ეს მათ სცადეს და ნაწილობრივ, გამოუვიდათ, რომ დღეს, გასაგებია, რომ ფორმალური ლიდერი ენმ-ის, მაგრამ მაინც დაკავებული იქნა. როდესაც ამ ნიუსს მიიღებ, რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი და ნეგატიური ინფორმაცია. მაგრამ, როგორც კი სიღრმეში ჩახვალ, როგორც კი გაერკვევი, რომ ამის იქით დგას მისი ძალადობა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისი ნებით კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, მისი განცხადებით კანონის დაუმორჩილებლობა. ის, რომ ეს ადამიანი არის უკვე მსჯავრდებული კონკრეტულ დანაშაულში წარსულში, ის, რომ ის არის ბრალდებული მძიმე დანაშაულში, უკვე გასაგებია და ბევრი კითხვის ნიშანი აღარ არის ამ საკითხთან დაკავშირებით.  

ამიტომ, ჩვენ ჩვენს მეგობრებთან კიდევ უფრო ბევრს ვიმუშავებთ, რომ ეს ინფორმაციები კიდევ უფრო დეტალურად მივიდეს ყველა დაინტერესებულ ობიექტურ მხარესთან...

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე საუბრისას.

კომენტარები