რეკლამა

® რა არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და რატომ ითვლება პრობლემად?

თუ თქვენ ან თქვენთვის საყვარელი ადამიანი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას ებრძვით, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ჩაიკითხეთ ბოლომდე და გაიგეთ სიმპტომებისა და მათთან ბრძოლის შესახებ უფრო მეტი.

აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება – გემბლინგი, ამ პრობლემის წინაშე შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დადგეს, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე. სიამოვნების მისაღებად და დროის გასაყვანად დაწყებული გართობა ნელ-ნელა არაჯანსაღ დამოკიდებულებაში შეიძლება გადაიზარდოს, სერიოზული გართულებებითა და მიჯაჭვულობით. არჩევანი მრავალფეროვანია, იქნება ეს პოკერი, სპორტული თამაშები, თუ სლოტები ონლაინ. ამ დამოკიდებულებას შეუძლია გაგიფუჭოთ ურთიერთობები, კარიერა და ფინანსურ კოლაფსამდე მიგიყვანოთ. შემდეგ იწყება მთავარი – ის, რასაც აქამდე არასდროს გააკეთებდით, თქვენთვის უდიდესი თანხების გაღება და თამაშისთვის ფულის მოპარვაც კი.

gambling disorder – ფსიქოლოგიური დარღვევაა, ასეთ დროს მოთამაშეები ვერ აკონტროლებენ იმპულსებს, თამაშის სურვილს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ზიანს აყენებს მათ ან მათთვის საყვარელ ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა როგორ მდგომარეობაში არიან, ერთადერთი რაც ამოძრავებთ თამაშის სურვილია, მაშინაც, თუ იციან რომ წაგების საშუალება უბრალოდ არ აქვთ.

უნდა აღინიშნოს, რომ თამაშებზე დამოკიდებულია ადამიანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარ თავზე კონტროლის შეგრძნება მთლიანად დაკარგული არ აქვს. თუ თქვენ თამაშისთვის, დღის განმავლობაში, ყოველ ჯერზე მეტ დროს გამოყოფთ, გავიწყდებათ შესასრულებელი პასუხისმგებლობები, რეჟიმი ნელ-ნელა გერევათ, ესეიგი თქვენ უკვე პრობლემის წინაშე დგახართ.

სტრესი, დეპრესია, გამუდმებული ფრუსტრაციის შეგრძნება, ბიპოლარული აშლილობა ეს ის დამატებითი პრობლემებია, რომლებითაც გემბლინგით შეპყრობილები იტანჯებიან. ამიტომ, თამაშებზე დამოკიდებულება იღებს იმდენად კომპლექსურ სახეს, რომ ყველაფერთან ერთად, ხშირად საჭირო ხდება ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებზე უწყვეტი და საფუძვლიანი მკურნალობა.

გემბლინგი, როგორც დაავადება რთული შესამჩნევია, რადგან გამოხატული ფიზიკური სიმპტომები არ აქვს, როგორც ნარკოტიკებზე, ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემთხვევაში. ამასთან ერთად, ასეთი პრობლემის მქონე ადამიანები ხშირად უარყოფენ და თვალს არ უსწორებენ რეალობას.

ხშირად ატყუებთ ახლობელ ადამიანებსა და საკუთარ თავს? გაქვთ თქვენი თავის იმედი, რომ თუ თამაშს დაიწყებთ დასრულების დროსაც გააკონტროლებთ და ბოლომდე არ დახარჯავთ უკანასკნელ კაპიკებსაც კი?

დაიმახსოვრეთ, პირველი ნაბიჯი განკურნებისა და რეაბილიტაციისკენ საკუთარ თავთან პრობლემის აღიარებაა. ნუ განმარტოვდებით, ბევრ ადამიანს გადაულახავს მსგავსი სირთულეები, ან ახლაც იბრძვის მიჯაჭვულობისა და სისუსტის წინააღმდეგ. ასეთ სიტუაციებში დაუკეთესო დამხმარეები პროფესიონალი თერაპევტები, საკუთარი თავი და ახლობელი ადამიანები არიან.

კომენტარები