ეკონომიკა

10 ქვეყანა, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

კასპერ პემპელი / REUTERS

იანვარში სულ 149,8 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს

წინა წლის იანვართან შედარებით, ნომინალურ გამოსახვაში ზრდა 24 მილიონ დოლარს შეადგენს. უცვლელი დარჩა უმსხვილესი დონორი ქვეყნების ჩამონათვალი და მთელი გზავნილების 92%-ზე მეტი იმავე 16 ქვეყანაზე მოდის, რომელზეც გასული წლის იანვარში. 

ამის მიუხედავად პირველად მოხდა, რომ რუსეთი არ არის პირველ ადგილზე. გასულ თვეში იტალიიდან უფრო მეტი თანხა შემოვიდა, ვიდრე რუსეთიდან. ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იტალია – $27.3 მილიონი, ზრდა – 29.7%;
  • რუსეთი – $23.1 მილიონი, კლება – 11.4%;
  • საბერძნეთი – $18.6 მილიონი, ზრდა – 25%;
  • აშშ – $18 მილიონი, ზრდა – 33%;
  • ისრაელი – $13.1 მილიონი, ზრდა – 0.5%;
  • თურქეთი – $7 მილიონი, ზრდა – 8.5%;
  • უკრაინა – $6.4 მილიონი, ზრდა – 80%;
  • გერმანია – $6 მილიონი, ზრდა – 57.1%;
  • აზერბაიჯანი – $5.3 მილიონი, ზრდა – 213%;
  • ესპანეთი – $3.5 მილიონი, ზრდა –1.8%;

იანვარში, ქვეყნიდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობამ 17.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6.7%-ით ჩამოუვარდება. 

გასულ წელს საქართველოში ჯამურად 1.88 მილიარდი დოლარის პირდაპირი ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, 2019 წელს იმავე მაჩვენებელმა 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა 188 მილიონი დოლარია. 

კომენტარები