ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 12 თებერვლამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვლამდე საქართველოში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. 

სინოპტიკოსების ცნობით, სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

მათივე ინფორმაციით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები