დავითგარეჯის საქმე

ქართული ოცნების აქტივისტი FB-ჯგუფში ხალხს მელაშვილის წინააღმდეგ მესიჯ-ბოქსს კარნახობს

ტაბულა

ივერი მელაშვილის წინააღმდეგ ქართული ოცნების მიერ კოორდინირებული და ორგანიზებული კამპანიის დასადასტურებლად ელენე ხოშტარია კიდევ ერთ სქრინს აქვეყნებს. 

"ქუჩის ოპოზიციასთან ბრძოლის დეპარტამენტი". – ასე ჰქვია Facebook ჯგუფს, სადაც ქართული ოცნების აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ივერი მელაშვილს ქვეყნის მოღალატედ და მტრად მოიხსენიებს.  

"მარტივი მესიჯია - ივერი მელაშვილი არის მოღალატე, ივერი მელაშვილი არის არაპროფესიონალი კარტოგრაფი, მელაშვილი არის მტერი! ყველაფერი გმირის გარდა". –წერს კუჭაშვილი. 

 აქტივისტი ხოშტარიას ეხმაურება და  წერს, რომ ოპოზიციის პროპაგანდა დამარცხდება და "სიმართლე გაიმარჯვებს".

ელენე ხოშტარიამ 100 სქრინი გაავრცელა იმის დასადასტურებლად, რომ ივერი მელაშვილის წინააღმდეგ კამპანიაში საჯარო მოხელეები აქტიურად არიან ჩართულები. 


შეგახსენებთ, რომ სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.  

კომენტარები