CRRC: მოსახლეობის 32%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ოცნება დგას, 30%-ის – არცერთი

ევროპული საქართველო

CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 32% პასუხობს, რომ ქართული ოცნება. მოსახლეობის 30%-ისთვის კი ასეთი პარტია არ არსებობს.

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 7%
  • გირჩი – 2%
  • ევროპული საქართველო – 2%
  • ლელო – 1%
  • მოქალაქეები – 1%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 1%
  • სხვა – 2%
  • არ ვიცი – 8%
  • უარი პასუხზე – 15%

კვლევა გასული წლის 8-14 დეკემბერს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით არის ჩატარებული. გამოპასუხების დონე 29%-ია. გამოკითხულია 1 504 ადამიანი, შემთხვევითი ნომრების გენერირების პრინციპით. ინტერვიუები აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე ჩატარდა.  

ცდომილება: 

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის არის +/- 0.7% 
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 2.7% 
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 3.7% 
  • 40% და 60% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 6.4% 
  • 50% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 7.4%

კომენტარები