CRRC: მოსახლეობის 37%-ის აზრით, ერთ წელიწადში მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება

CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 37%-ის აზრით, ერთ წელიწადში მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება. 29% თვლის, რომ იგივე დარჩება, 11%-ის აზრით, გაუმჯობესდება, 24% პასუხობს, რომ არ იცის. 

კვლევა გასული წლის 8-14 დეკემბერს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით არის ჩატარებული. გამოპასუხების დონე 29%-ია. გამოკითხულია 1 504 ადამიანი, შემთხვევითი ნომრების გენერირების პრინციპით. ინტერვიუები აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე ჩატარდა.  

ცდომილება: 

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის არის +/- 0.7% 
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 2.7% 
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 3.7% 
  • 40% და 60% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 6.4% 
  • 50% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 7.4%

კომენტარები