ტაქსები თბილისში

ტაქსებს, რომლებიც ტექდათვალიერებას არ გაივლიან, ლიცენზიას ჩამოართმევენ

თეთრი ტაქსები
flickr.com

"ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მანქანის ტექდათვალიერებას არ გაივლიან, ლიცენზია ჩამოერთმევათ".–  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პანდემიის პირობებში მერიამ ეს პროცესი გადაავადა, თუმცა ახლა დროა, რომ ტაქსებმა ტექდათვალიერება გაიარონ. 

"ჩვენ ამ პანდემიის პირობებში მათ მივეცით იმის შესაძლებლობა, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო. ტექდათვალიერების გარკვეული დროით გადავადება მოხდა. თუმცა, დღეს უკვე არის იმის დრო, რომ იმ ტაქსის მძღოლებმა ვინც ლიცენზიას ფლობენ, აუცილებელია გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჩამოერთმევათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ჩამოერთმევათ ლიცენზია". – ამბობს კალაძე.  

კალაძემ ვიცემერს დაავალა, რომ ტაქსის მძღოლებს სრული ინფორმაცია მიაწოდონ ვადებთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით. 

კომენტარები