კორონავირუსი და შეზღუდვები

რესტორატორი ქეთი ბაქრაძე: 1-ელი მარტიდან ვერაფერი გაიხსნება, მაგ დრომდე ვერ მივატანთ

culinART

რესტორატორმა ქეთი ბაქრაძემ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესახებ  თქვა, რომ პირველი მარტიდან რესტორნები ვეღარ გაიხსნება, რადგან ფინანსური პრობლების გამო მაგ დრომდე მიღწევა შეუძლებელი იქნება.

ამის შესახებ ბაქრაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ილაპარაკა და ისიც თქვა, რომ მისთვის ცინიკურია, როდესაც მთავრობა დაწესებულ შეზღუდვებს "წერტილოვან შეზღუდვებს" ეძახის.

"ჩემი ბიზნესი ფიზიკურად აღარ არსებობს. რა მექანიზმი, რა გეგმა ექნებათ, თავიდან როგორ უნდა გაგვხსნან. ესეც ძალიან ცინიკურია, რომ პირველი მარტიდან გაიხსნებაო, ვერ გაიხსნება, ვერაფერი ვერ გაიხსნება პირველი მარტიდან, იმიტომ, რომ მაგ დრომდე ვერ მივატანთ. ძალიან ბევრმა რესტორანმა, რომელიც გატანაზე მუშაობდა და აიღო ეს ტვირთი საკუთარ თავზე, იმათაც კი შეწყვიტეს, რადგან მინუსებში წავიდნენ და ხარჯებს ვერ ფარავდნენ. გეგმა არ აქვთ". - თქვა მან.

ქეთი ბაქრაძის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებს მართლაც აქვთ სარესტორნო სექტორთან საერთო ჩატი, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს, რადგან მათი ხმა არ ესმით.

"კომუნიკაცია ნამდვილად გვაქვს, ხმა ესმით-თქო მოგატყუებთ, უფრო ინფორმაციას იღებენ ჩვენგან, რა განწყობა გვაქვს, დღესაც კი პასუხი არ ჰქონდათ, დღეს ვიწერებოდი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ინფორმაცია, როდის შეგვეძლება მუშაობა". - თქვა მან.

დღეს, 22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ პირველი თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეები მხოლოდ აჭარის რეგიონში გაიხსნება, საქართველოს დანარჩენ ქალაქებში კი მათი ფუნქციონირება ისევ აკრძალული რჩება.

გაეცანით სრულად, რა ისხნება და რა არა 1-ელი თებერვლიდან აქ.

კომენტარები