No Time To Die

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის — NO TIME TO DIE-ს პრემიერა მესამედ გადაიდო

დენიელ ქრეიგი ჯეიმს ბონდის როლში.

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის — No Time To Die-ს გამოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო მესამედ გადაიდო.

ფილმის პრემიერის ახალ თარიღად 2021 წლის 8 ოქტომბერი დასახელდა.

ფილმი თავდაპირველად 2020 წლის აპრილში უნდა გამოსულიყო და პანდემიის გამო 2020 წლის ნოემბრამდე გადაიდო. თუმცა, პრემიერა ვერც ნოემბერში შედგა და 2021 წლის 2 აპრილამდე გადაიდო. ახლა კი, როგორც აღმოჩნდა, ფილმს მაყურებელი ვერც აპრილში იხილავს.

No Time To Die ბოლო სურათია, რომელშიც დენიელ კრეიგი ლეგენდარული აგენტის როლს შეასრულებს. 

ფილმში მონაწილეობენ მსახიობები - რამი მალეკი, ლეა სეიდუ, რალფ ფაინზი, ნაომი ჰარისი და სხვები.

კომენტარები