ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის — No Time To Die-ს გამოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო მესამედ გადაიდო.
ფილმის პრემიერის ახალ თარიღად 2021 წლის 8 ოქტომბერი დასახელდა.
ფილმი თავდაპირველად 2020 წლის აპრილში უნდა გამოსულიყო და პანდემიის გამო 2020 წლის ნოემბრამდე გადაიდო. თუმცა, პრემიერა ვერც ნოემბერში შედგა და 2021 წლის 2 აპრილამდე გადაიდო. ახლა კი, როგორც აღმოჩნდა, ფილმს მაყურებელი ვერც აპრილში იხილავს.
No Time To Die ბოლო სურათია, რომელშიც დენიელ კრეიგი ლეგენდარული აგენტის როლს შეასრულებს.
ფილმში მონაწილეობენ მსახიობები - რამი მალეკი, ლეა სეიდუ, რალფ ფაინზი, ნაომი ჰარისი და სხვები.