აშშ-ჩინეთი

ჩინეთმა ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პომპეოს, სანქციები დაუწესა

LA Times

20 იანვარს კომუნისტურმა ჩინეთმა ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს, მათ შორის აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, ეროვნული უშიშროების ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს, ეროვნული უშიშროების მრჩევლის ყოფილ მოადგილეს, მეთიუ პოტინგერს, აშშ-ს ეკონომიკური საკითხების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კიტ კრაჩს, სანქციები დაუწესა

პრეზიდენტ ბაიდენის სპიკერმა სანქციებს "არაპროდუქტიული და ცინიკური" უწოდა. მან ამერიკელებს, ორივე პარტიიდან, მოუწოდა, რომ დაგმონ ეს ქმედება. 

პეკინმა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის 27 ოფიციალურ პირს სანქციები "ტყუილებისთვის" დაუწესა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მაიკ პომპეომ და სხვა მაღალჩინოსნებმა "დაგეგმეს, წაახალისეს და განახორციელეს" ისეთი ქმედებები, რითაც ჩინეთის შიდა საქმეებში ჩაერივნენ. სანქციებით მათ და მათი ოჯახის წევრებს ჩინეთში შესვლა ეკრძალებათ და მათთან დაკავშირებულ კომპანიებს ჩინეთში ბიზნესის კეთების უფლება არ აქვთ. 

"ინაუგურაციის დღეს ამ სანქციების დაწესება, როგორც ჩანს, პარტიზანული განხეთქილების მცდელობაა". - თქვა ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერიმა, ემილი ჰორნმა

წინა დღით აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ  განაცხადა, რომ ჩინეთი გენოციდს და კაცობრიობის წინაშე დანაშაულს სჩადის ჩინეთის სინძიანგში მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების წინააღმდეგ. 

ამ გადაწყვეტილებაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს "ფურცლის გარდა არაფერია". სამინისტროს სპიკერმა პომპეოს ჯამბაზიც უწოდა.

ბაიდენის მიერ წარდგენილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, ენტონი ბლინკენი, ეთანხმება პომპეოს გადაწყვეტილებას. 

სენატში ბლინკენის მოსმენაზე მან ჩინეთის გამოწვევებზეც ილაპარაკა. ბლინკენს მიაჩნია, რომ ჩინეთი აშშ-ს ინტერესებისათვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული პროტესტის ჩახშობას ჰონგ-კონგში. მან გამოთქვა სურვილი, აშშ-ში მიიღონ ის პირები, ვინც ჰონგ-კონგიდან რეპრესიებს გაურბის, უიღურების წინააღმდეგ მიმართული კამპანია კი გენოციდად შეაფასა. ბლინკენმა ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს შორის დაასახელა სინძიანგიდან პროდუქტების იმპორტის აკრძალვა, რომლის წარმოებაშიც იძულებითი შრომაა გამოყენებული, და ექსპორტზე იმ ნაწარმის გატანა, რასაც ჩინეთი მოსახლეობაზე ზეწოლისათვის გამოიყენებს. მან თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მართალი იყო, როდესაც ჩინეთისადმი უფრო მკაცრი მიდგომა არჩია, მიუხედავად იმისა, რომ ამის განხორციელების ზოგიერთ მეთოდში არ ეთანხმება.

კომენტარები