ქართული ოცნება

ზარქუა: დაპირისპირება ჯგუფში არაა, პირიქით, როგორც არასდროს, ისე ვართ მობილიზებულები

400-მდე დელეგატია დღეს მოწვეული, ასევე, იცით, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა გაზრდილია 15-დან 21-მდე. აქაც სახეები დაფიქსირებულია – კახა კალაძე თავის პოზიციაზეა, ის დედაქალაქის მერია, პრემიერმინისტრი არის გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეა და პარტიის თავმჯდომარედ დღეს იქნება არჩეული ბატონი ირაკლი კობახიძე. არანაირი დაპირისპირება ჯგუფში არაა, პირიქით, როგორც არასდროს, ისე ვართ მობილიზებულები, რომ ამ მნიშვნელოვან გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ.

ამბობს ქართული ოცნების საპარალამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პარტიის ყრილობის დაწყებამდე.

კომენტარები