ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ აღლუმზე წყალქვეშა ნავებიდან გასასროლი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა

ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღლუმზე წარადგინა წყალქვეშა ნავებიდან გასასროლი ახალი ბალისტიკური რაკეტა Pukguksong-5.

"მსოფლიოს ყველაზე მძლავრი იარაღი, წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები შემოვიდნენ მოედანზე ერთიმეორის მიყოლებით, ეს აჩვენებს რევოლუციური შეიარაღებული ძალების ძალას" - თქვეს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო, პროპაგანდისტულ მედიაში.

როგორც Reuters წერს, ჩრდილოეთ კორეამ ეს იარაღი წყალში გამოსცადა და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყანა ცდილობს, შეიმუშაოს ოპერატიული წყალქვეშანავი რაკეტების გადასაზიდად.

აღლუმს ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა.

ჩრდილოეთ კორეაში მმართველი შრომის პარტიის ყრილობაზე კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ჩავარდა 5-წლიანი ეკონომიკური გეგმა, რომელიც 2016 წელს წარადგინეს. მისი თქმით, გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს ვერცერთ სექტორში ვერ მიაღწიეს.

ამაში კიმ ჩენ ინი საერთაშორისო სანქციებს, მოულოდნელ კრიზისებს, მათ შორის პანდემიას და ბუნებრივ კატასტროფებს ადანაშაულებს. მან, ასევე, გააკრიტიკა ოფიციალური პირები და მათი შეცდომების გამოსწორების აუცილებლობაზე ილაპარაკა. ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს სურს, ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტზე და ამისათვის თითქმის ყველა პროდუქტი თავად აწარმოონ.

 

კომენტარები