ჯო ბაიდენის ინაუგურაცია

ბაიდენის ინაუგურაციაზე ტომ ჰენკსი სპეციალურ სატელევიზიო გადაცემას წაიყვანს

ტომ ჰენკსი

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ 20 იანვარს მსახიობი ტომ ჰენკსი სპეციალურ სატელევიზიო გადაცემას წაიყვანს.

გადაცემას ინაუგურაციის შემდეგ ეთერში გადასცემენ CBS, ABC, CNN, NBC და MSNBC. ის 90 წუთს გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სახეები, მათ შორის ბონ ჯოვი, დემი ლოვატო, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ენტ კლემონსი და სხვები.

გადაცემაში გამოჩნდებიან ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისიც.

პანდემიის გამო გაუქმდა ტრადიციული აღლუმი და მეჯლისი.

კომენტარები