კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ეცადეთ, ჭამისას ერთმანეთისგან დისტანციით იყოთ და სხვადასხვა დროს მიიღოთ საკვები

ძალიან ბევრი, მათ შორის ჩემი კოლეგები, ნიღაბსაც და დაცვასაც ძალიან კარგად ხმარობენ, მაგრამ, როცა ცოტა დრო გამოუჩნდებათ, რომ საკვები მიიღონ, საჭმელად რომ სხდებიან ხოლმე და იხსნიან ნიღბებს, იქ ხდება ხოლმე მათი დასნებოვნება.

ამიტომ, კატეგორიულად დავიმახსოვროთ, ერთმანეთთანაც, განსაკუთრებით, როცა საჭმელს ჭამ, უნდა მოიხსნა ნიღაბი, ხო? მაქსიმალურად დისტანციაზე ერთმანეთისგან და ეცადეთ, სხვადასხვა დროს მიიღოთ ხოლმე საკვები, ამ დროს ხდება ხოლმე ძალიან ხშირად დასნებოვნება...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

კომენტარები