არჩევნები 2020

ბაქრაძე: ფული, რომელსაც "ოცნება" არიგებს, ნიშანია, რომ ხელისუფლება მარცხდება

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დარღვევებს ყველა ვუყურებთ, მე არ მინდა, ამ დართვევების ფონზე დაგვეკარგოს სურათის მთავარი ნაწილი, რომ ამ არჩევნებში ქართული ოცნება მარცხდება. 

თანხა, რომელსაც ხელისუფლება არიგებს, ფული, რომელსაც არიგებენ, არის იმის ნიშანი, რომ ხლეისუფლებას უჭირს და ხელისუფლება მარცხდება. ჩვენი ამოცანაა, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს მარცხი და უზრუნველვყოთ, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ მიიღოს დამაჯერებელი გაკვეთილი, დამარცხდეს რაც შეიძლება დამაჯერებლად, რომ ხვალიდან იყოს სიმშვიდე და არავინ არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგი. ამიტომ, ყველას, ვისაც აღარ გინდათ ამ ჭაობში ცხოვრება, ყველას, ვინც დაგღალათ გაურკვევლობამ, უკან წასულმა ქვეყანამ, პრობლემებმა და ჩაკეტილ საქართველოში ცხოვრებამ, ყველას, ვისაც გინდათ, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი და სტაბილური, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მობრძანდით არჩევნებზე.  

ამ მდგომარეობით, ქართული ოცნების მხარდაჭერა არის 40%-ზე ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ ყველა ის კვლევა, რომელიც არჩევნების წინ ქვეყნდებოდა, ვგულისხმობ ობიექტურ კვლევებს, შეესაბამება დღეს არსებულ მონაცემებს. ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ გვქონდეს მშვიდობიანი და ლეგიტიმური არჩევნები, სადაც მშვიდობიანად და ლეგიტიმურად დავამარცხებთ ქართულ ოცნებას. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე

კომენტარები