EDISON RESEARCH: ყველაზე მეტად ბრიტანეთს და უკრაინას ენდობიან, ნაკლებად - რუსეთს

Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას ენდობა, ყველაზე მცირე ნაწილი კი რუსეთს.

გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთს ენდობა, 84% - უკრაინას, 81% - აშშ-ს, 80% - ისრაელს, 62% - აზერბაიჯანს, 60% - თურქეთს, 56% - სომხეთს.

გამოკითხულთა 53% არ ენდობა ირანს, 68% კი რუსეთს.

კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.

კომენტარები