ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი მოქალაქეებს: მადლობა, რომ ჯანმრთელები ხართ - Covid-19-ის ნული შემთხვევა

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა, კორეის მუშათა პარტიის დაარსების 75 წლისთავის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა, მისი თქმით, ახალი კორონავირუსის ნული შემთხვევის გამო.

"მადლობა, რომ ჯანმრთელები ხართ - Covid-19-ის ნული შემთხვევა - ძალიან დიდი მადლობა" - NKnews კიმ ჩენ ინის ციტირებას ახდენს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეას ახალი კორონავირუსის ეპიდემიისგან მალე ძალების აღდგენა უსურვა. ის იმედოვნებს, რომ ორი ქვეყანა მალე კიდევ ერთხელ შეეძლებს, რომ ერთმანეთს "ხელები ჩაჰკიდონ".

დღემდე ჩრდილოეთ კორეა ამბობს, რომ კომუნისტურ ქვეყანაში ახალი კორონავირუსი არ დადასტურებულა. თუმცა, ეს საეჭვოა.

გასულ თვეს, ჩრდილოეთ კორეის მხარემ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სამხრეთ კორეის ოფიციალური პირი ზღვაში მოკლა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯეი-ინის თქმით, მომხდარი შოკისმომგვრელი და მიუტევებელია. სამხრეთ კორეამ მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა. მომხდარზე კიმ ჩენ ინმა ბოდიში მოიხადა.

კომენტარები