კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი

MIRROR: კიმ კარდაშიანი კანიე უესტთან განქორწინებას გეგმავს

Mirror

გამოცემა Mirror-ის ცნობით, რეალითი შოუს სუპერვარსკვლავი კიმ კარდაშიანი რეპერ კანიე უესტთან განქორწინებას გეგმავს. 

ინფორმატორის თქმით, რომელიც უესტების ოჯახის მეგობარია კარდაშიანმა განქორწინების საბუთები დიდი ხნის წინ გაამზადა, თუმცა, ანგარიშს უწევს ქმარს, რომლის მენტალური ჯანმრთელობა უკანასკნელ თვეებში გაუარესდა. ცოლის თქმით, ვესტს ბიპოლარული აშლილობა აქვს.

ბოლო პერიოდში უესტი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაადეკვატური განცხადებების გამო არაერთხელ მოხვდა. რეპერმა საკუთარ ცოლს "ბოროტება" უწოდა, ხოლო საკუთარ თავს მესია, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიას მონობისგან გაათავისუფლებს. 

"ნორტ, მე ომში მივდივარ, თუ მომკლეს არასდროს დაუშვა, რომ თეთრმა მედია საშუალებებმა ჩემზე ცუდად ილაპარაკონ". – მისწერა სოციალურ ქსელში საკუთარ შვილს უესტმა გასულ კვირას.

კომენტარები