არჩევნები 2020

ბოკუჩავა IRI-ს კვლევაზე: გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლების ცვლილებას ელოდება

ძალიან მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოება ღიად ვერ აფიქსირებს თავის პოზიციას ოპოზიციური პარტიების მიმართ.

ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლების ცვლილებას ელოდება, რაც ნათლად აისახება 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩას შეფასებით, IRI-ს კვლევებში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ოპოზიციის მხარდამჭერია. გამოკითხვის მიხედვით, არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, 36% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 15% - ენმ-ს, 4% ევროპულ საქართველოს, ასევე 4-4% პატრიოტთა ალიანსს და სტრატეგია აღმაშენებელს, 3% ლეიბორისტულ პარტიას, 2-2% სამოქალაქო მოძრაობას, ლელოს და გირჩს, 1% - დემოკრატიულ მოძრაობას. 2% - სხვას, 3% - არცერთს, 23%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კომენტარები