მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ვარსკვლავი, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი ახალ სათავგადასავლო სერიალში მთავარ როლს შეასრულებს.
პროექტზე კომპანია Skydance Television მუშაობს. სერიალის შოურანერი Lie To Me-ის შემქმნელი ნიკ სანტორა იქნება. დასრულებულ სერიალს რომელიმე სტრიმინგ სერვისი შეიძენს.
შოუს მთავარი გმირები ჯაშუში მამა და შვილი იქნებიან.
აქამდე შვარცნეგერს სატელევიზიო შოუში მთავარი როლი არასდროს შეუსრულებია.