კრის პრატსა და კეტრინ შვარცენეგერს შვილი შეეძინათ

Vulture

მსახიობს კრის პრატს და მწერალს კეტრინ შვარცენეგერს პირველ შვილი შეეძინათ. ახალშობილ გოგონას სრული სახელია ლაილა მარია შვარცენეგერ პრატი.

"სიხარულით გამცნობთ, რომ ლაილა მარია შვარცენეგერ პრატი დაიბადა. ძალიან ბედნიერები ვართ. დედა და ბავშვი კარგად არიან". – წერს პრატი სოციალურ ქსელში.

პრატს პირველი ქორწინებიდან, მსახიობ ანა ფერისისგან 7 წლის ვაჟი - ჯეკი ჰყავს.

გალაქტიკის მცველების ვარსკვლავმა და არნოლდ შვარცენეგერის ქალიშვილმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილი დაქორწინდა.

ლაილა კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის პირველი შვილიშვილია.

კომენტარები