ქანიე ვესტი

ქანიე ვესტს სურს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ჯეიზი ვიცე-პრეზიდენტი იყოს

Getty Images

ქანიე ვესტს, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის, სურს რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეიზი გახდეს.

ამის შესახებ ჰიპ-ჰოპ არტისტმა კრის კაილინის რადიოს შოუში ისაუბრა. ვესტის თქმით, ის ჯეიზის, ჯეიდ სიმონსა და მაიკლ ტიდბოლს მის კაბინეტში განიხილავს.

"ჩვენ გვყავს მაიკლ ტიდბოლი, რომელიც ვაიომინგში ქრისტიანი პასტორია, ის ჩემი თანამებრძოლია. თუმცა, იგი დაფიქრდება ახალ პოზიციაზე, თუ ჩვენ ახალ თანამებრძოლს ვიპოვით."– თქვა ქანიე ვესტმა.

მან ჯეიზი ვიცე-პრეზიდენტობის საყვარელ კანდიდატად დაასახელა.

"მე დავუკავშირდი ჯეიზის და ვუთხარი, რომ იყოს ჩემი ვიცე-პრეზიდენტი, ჩემი თანამებრძოლი." – თქვა კანიე ვესტმა.

რეპერები ერთმანეთთან უკვე დიდი ხანია არ საუბრობენ. ვესტის თქმით, მას ჯეიზი ვიცე-პრეზიდენტად მას შემდეგ მოუნდა, რაც რეპერის ნამდვილი სახელისა და გვარის პირველი ასოები [Sean Carter] იმ ადგილის [South Carolina] პირველ ასოებს დაემთხვა, სადაც მან [ვესტმა] ამომრჩეველთან პირველი შეხვედრა გამართა.

"მე ვაკვირდები ნიშნებს. ფაქტი რომ ჩვენ დიდი ხანია არ გვისაუბრია, მეტყველებს იმაზე, რომ ნამდვილი ძმები ვართ." – თქვა ქანიე ვესტმა.

ქანიე ვესტმა, 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, Twitter-ზე დაწერა, რომ 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

ის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, რადგან მისი თქმითრესპუბლიკურ პარტიაში შესვლას დონალდ ტრამპის არსებობა უშლის ხელს.

კომენტარები