6 წლის გმირმა ბიჭმა საკუთარი და ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა
tbl.ge/4x75
დაკოპირდა
სოციალურ ქსელებში ექვსი წლის გმირი ბიჭის ფოტო გავრცელდა, რომელმაც პატარა და ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა.
ფოტოზე, რომელიც ინსტაგრამზე ბავშვების დეიდამ გაავრცელა, ბიჭს სახელად ბრიჯერს, სახეზე დაზიანებები აღენიშნება. როგორც ფოტოს სათაურიდან ირკვევა, ბრიჯერი ძაღლსა და თავის პატარა დას შორის ჩახტა და გადაწყვიტა, ძაღლს თავად შეტაკებოდა.
სანამ ბრიჯერი, დასთან ერთად უსაფრთხო ადგილას გაქცევას მოახერხებდა, ძაღლმა მას რამდენჯერმე უკბინა.
"თუკი ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს აუცილებლად მე უნდა ვყოფილიყავი". – თქვა მოგვიანებით ბრიჯერმა.
მას სახეზე დაახლოებით 90 ნაკერი დაადეს.
ოჯახი ამბობს, რომ ისინი ძაღლის პატრონებისთვის ჩივილს არ აპირებენ და ისინი კარგი ადამიანები არიან, რომლებიც მომხდარს განიცდიან.